როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები