ინგლისური ენის სწავლა ბექას სკოლაში
ინგლისური არის გლობალური ენა და მას იყენებენ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში. ინგლისური ენის ცოდნა საშუალებას გაძლევთ განავითაროთ თქვენი კარიერა, აკადემიური საქმიანობა გააგრძელოთ უცხოეთში, ესაუბროთ უცხოელ ადამიანებს და ა.შ.
ბევრ ინდუსტრიაში ინგლისური ენის ცოდნა უმნიშვნელოვანეს უნარად ითვლება. დამსაქმებლები ხშირად ეძებენ კანდიდატებს, რომლებმაც სალაპარაკო ინგლისური იდეალურად იციან. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც მოიცავს კომუნიკაციასა და ინტერაქციას საერთაშორისო კლიენტებთან.
ვახსენეთ აკადემიური საქმიანობა და ინგლისური არის პირველადი ენა, რომელიც გამოიყენება უმაღლეს განათლებასა და კვლევით პუბლიკაციებში. თუ თქვენ ისწრაფვით ისწავლოთ კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტებში, ან ჩაერთოთ აკადემიურ კვლევებში, ინგლისური ენის კარგად ცოდნა გადამწყვეტია კურსის მასალების გასაგებად, დისკუსიებში მონაწილეობისთვის და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებისთვის.
ბექას სკოლა ეხმარება ადამიანებს, ვისაც სურთ სწრაფად და ეფექტურად ისწავლონ ინგლისური ენა. სკოლას აქვს სხვადასხვა სახის კურსები: სასაუბრო ინგლისურის კურსი, ბიზნეს ინგლისური, ზოგადი ინგლისური, გრამატიკა და ცალკე მიმართულება კონკრეტულად მოზარდებისთვის. ინოვაციური მეთოდებითა და სასწავლო გეგმით, ინგლისურის სწავლა მარტივად და სწრაფად ხდება.
რატომ ბექას სკოლა
„ბექას სკოლა“ 2016 წელს 2 მასწავლებლით დაიწყო და დღეს უკვე 25-ზე მეტი მასწავლებელია, მათ შორის უცხოელი პროფესიონალები.
ბექას სკოლის მოტივაცია თავიდანვე იყო ქართველებზე ადაპტირებული ინოვაციური მეთოდებით, არაფორმალური და აკადემიური განათლების მიდგომების სინთეზით ბევრად მარტივი და ეფექტური გაეხადა ინგლისურის სწავლა.
„ბექას სკოლაზე“ გთავაზობთ:
• სასიამოვნო გარემოში, ყურადღებიან მასწავლებლებს, ინტერაქტიულ მეთოდებს
• უმოკლეს დროში, სწრაფად და ეფექტურად თანამედროვე, გამოყენებით ინგლისურის სწავლის შესაძლებლობას
• უდიდესი გამოცდილების მქონე, მეგობრული და ხალისიანი ქართველი და უცხოელი პროფესიონალი მასწავლებლები მუდამ თქვენს გვერდში იქნებიან
• გექნებათ შესაძლებლობა ახალ მეგობრებთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა არაფორმალურ აქტივობებში
ბექას სკოლის ინგლისური ენის კურსები უზრუნველყოფენ სტრუქტურირებულ და ყოვლისმომცველ სასწავლო გამოცდილებას. კვალიფიციური ინსტრუქტორები მოგცემენ რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა ყველა კუთხით განავითაროთ ინგლისურის ცოდნა და გახდეთ უფრო თავდაჯერებული. სტუდენტებისთვის შეიქმნება სპეციალური ინგლისური ენის ტესტები, რაც აუცილებელია გამოიკვეთოს რა მიმართულებაზეა სამუშაო. ენის კურსებში ჩართვა ასევე ქმნის ერთგვარ ახალ სანაცნობო წრეს, სადაც დაახლოევდებით ახალ ადამიანებთან და შეგეძლებათ ერთად გააუმჯობესოთ ენის ცოდნა.
დასასრულს, ინგლისური ენის სწავლა და ინგლისური ენის კურსების გავლა მრავალ უპირატესობას გვთავაზობს, დაწყებული კარიერული შესაძლებლობებიდან და აკადემიური მიზნებიდან დამთავრებული პიროვნული ზრდით. ინგლისური ენის ცოდნა ხსნის შესაძლებლობების კარებს სამყაროში.