ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადმა 10-15%-ით მოიმატა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადი 10-15%-ით არის გაზრდილი.
როგორც რუსულ მედიას ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) პრეზიდენტმა, ილია უმანსკიმ განუცხადა, წელს რუსების უმეტესობა დასვენებისთვის ირჩევს ოკუპირებულ აფხაზეთს, თურქეთს, ყაზახეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ტაილანდს და ეგვიპტეს.
მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში სხვადასხვა მიმართულებით ტურისტული მიზნით, სულ მცირე, 4 მილიონი რუსია გასული.
მისი პროგნოზით, ზაფხულის სეზონის სამი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ, სულ მცირე, 5 მილიონი ადამიანი დაისვენებს, აქედან, დაახლოებით 3 მილიონი თურქეთში წავა.