მკვდარი ზღვის ხელნაწერები – გამოკვლევები დღემდე გრძელდება

მკვდარი ზღვის გრაგნილები ძველი ებრაული მანუსკრიპტებია, რომელთა უმეტესობაც დაწერილია ებრაულ ენაზე, ზოგი — არამეულ ენაზე და რამდენიმე კი — ბერძნულ ენაზე. ამ გრაგნილებიდან და მათი ფრაგმენტებიდან ბევრი 2 000 წელზე მეტი ხნისაა — დათარიღებული. მოგვიანებით ჩატარდა ძიება, სხვა გამოქვაბულებშიც აღმოჩნდა სხვა გრაგნილებიც და ათასობით ფრაგმენტი.
1947-1956 წლებში, მკვდარი ზღვის მახლობლად, ყუმრანში 11 ისეთი გამოქვაბული იპოვეს, რომლებშიც სხვა პერიოდით დათარიღებული გრაგნილები აღმოაჩინეს. მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე ნაპოვნია დაახლოებით 800 მანუსკრიპტი, რომელთაგან დაახლოებით ერთი მეოთხედი, ანუ 200-მდე მანუსკრიპტი ბიბლიის ებრაული ტექსტის სხვადასხვა ნაწყვეტის ასლია. დანარჩენი მანუსკრიპტები წარმოადგენენ ძველ, არაბიბლიურ ებრაულ ტექსტებს: აპოკრიფებსა და ფსევდოეპიგრაფებს.
ზოგიერთი გრაგნილი, რომლებიც სწავლულებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, ადრე საერთოდ არ იყო ცნობილი. მათში შედის იუდაური კანონების ინტერპრეტაცია, ყუმრანის თემის სპეციალური წესები, ლიტურგიული პოემები და ლოცვები, ესქატოლოგიური ნაშრომები, რომლებშიც ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან და ბოლო დღეებთან დაკავშირებული შეხედულებებია ნაჩვენები. მათ შორისაა აგრეთვე ბიბლიის უნიკალური კომენტარები, რომლებიც ბიბლიური ტექსტების თანამედროვე განმარტებების უძველესი წინამორბედია.
ძველესი დოკუმენტების დათარიღების სხვადასხვა მეთოდი გვიჩვენებს, რომ გრაგნილები გადაწერილი ან შედგენილია ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე პერიოდში. ზოგიერთი სწავლული ვარაუდობს, რომ გრაგნილები გამოქვაბულში იერუსალიმელმა იუდეველებმა ახ. წ. 70 წელს ტაძრის განადგურებამდე დამალეს, მაგრამ სწავლულთა უმეტესობა, რომელიც ამ გრაგნილებს იკვლევდა, ამ თვალსაზრისსა და გრაგნილების შინაარსს შორის კავშირს ვერ ხედავს.

10643238_738848539514442_1606585774_n

10647682_738848552847774_1717731753_n

10656463_738848556181107_1729247308_n

10682128_738848549514441_873337091_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები