ფინანსური კრიზისი „მთავარ არხში“ – თანამშრომლებს სრულად აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ

„მთავარ არხში“ ფინანსური კრიზისია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია POSTV-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, “მთავარი არხის” თანამშრომლებს სრულად ჯერ აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ.

“POSTV-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს “მთავარ არხში” გამართულ თათბირზე გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ 20 ივლისს დაიფარება აპრილის დავალიანების 25%, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოს – ივლისის ხელფასის სრული ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის სახელფასო დავალიანებებს ტელეკომპანია ეტაპობრივად გაისტუმრებს.

ტელეკომპანია “მთავარი არხის ” მენეჯმენტი დაპირებას იძლევა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში, მენეჯმენტის პირადი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად უწევთ მუშაობა, ამ კვირის ბოლოს ჩაურიცხავენ დაგვიანებული ხელფასების 25%-ს, ხოლო თვის ბოლოს 50% ან 100%-ს, თუმცა, როგორც “POSTV-ის“ განუცხადეს, რეპორტიორებს ხელფასების სრულად აღებასთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტის მიერ გაცემული პირობის არ სჯერათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები