მანანა მენაბდე: ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში იმყოფება ჩვენი საყვარელი მომღერალი ინგა ფერაძე – მას ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდება
მუსიკოსი მანანა მენაბდე მომღერალ ინგა ფერაძის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
მისი თქმით, ფერაძისთვის, რომელიც ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში იმყოფება და დიმენსია აქვს, სამშობლოში დაბრუნება მნიშვნელოვანია.
“ჩემო საყვარელო მეგობრებო მოგესალმებით!
სანამ თხოვნით მოგმართავდეთ, მანამდე მოკლედ გიამბობთ რა ხდება. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ მიიღებთ ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას თუ არა:
ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში რომელსაც „PETTI ILLE“ ქვია, აგერ უკვე 3 წელზე მეტია, იმყოფება ჩვენი საყვარელი მომღერალი და ადამიანი – ინგა ფერაძე. ის აქ შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და კინო დოკუმენტალისტმა – ირაკლი კორძაიამ, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა, ინგა ფერაძეზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.
მდგომარეობა შემდეგშია – ინგას აქვს დიმენსია საწყის ფორმებში და მისი მდგომარეობა უარესდება. ამის მიზეზია ისაა, რომ ინგა არც ფრანგულ და არც ნიდერლანდურ ენებს არ ფლობს. ამიტომაც კომუნიკაციაში ვერავისთან ვერ შედის. ამის გამო ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. ეს ამძიმებს მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.
ინგას კოლეგებმა და მისმა თაყვანისმცემლების ჯგუფმა, გადავწყვიტეთ ინგა მის საყვარელ საქართველოში დავაბრუნოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მისი სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგანაც თავად ოცნებობს საქართველიში დაბრუნებაზე.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მოხუცთა პანსიონატს “ლალა-მარიას” და პანსიონატის დირექციამ მზაობა განაცხადა ინგას მიღებაზე! ისინი სიხარულით რლისნ მას! აქ ინგას ექნება ცალკე ოთახი, მოვლა და პატრონობა, პროფესიონალურ დონეზე.
ინგას ახლა თითოეული ჩვენთაგანის თანადგომა ესაჭიროება. ნებისმიერი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი და მეგობარი – ინგა ფერაძე საქართველოში. გვაქვს მცირედი თანხა ჩვენი დანაზოგებიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ TBC ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე, რომელიც ჩემს სახელზეა გახსნილი:
მიმღები – მანანა მენაბდე
ანგარიში – GE92TB7910645064400003
P.S. ჩვენი დიდი თხოვნაა გააზიაროთ ეს ინფორმაცია”,- წერს მენაბდე.