უკრაინელს, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

  44 წლის არტიომ კოზლოვმა სხარკოვიდან სტამბულის მიმართულებით მოძრავი ბოინგის რეისის გატაცება და მგზავრების მძევლად აყვანა სცადა. აღნიშნული მცდელობის გამო მამაკაცს შესაძლოა ციხეში 20 წლით ჩაჯდომა მოუხდეს.
ამ დროისთვის მამაკაცი სტამბულში წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.
„არტიომ კოზლოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამართალდამცავებთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. მას უკვე ჰყავს სახაზინო ადვოკატი. ბრალი კი სავარაუდოდ ხვალ წარედგინება“- განცხადა შსს საინფორმაციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევგენი პერებინისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები