ოჯახის ახლობელი ადასტურებს, რომ თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის
ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის.
„ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ. ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მიყვარხარ ძალიან ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი ჩემს სიცოცხლეში. მუდამ მეყვარები ჩემო ძამიკო. გული მტკივა, ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო“, – წერს მარიკო ოქროპირიძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლაცაბიძეს სამართალდამცველები და ახლობლები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.