თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს
თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.