“ვიკინგი” და “ჩოხოსანი” – აბიტურიენტები ისტორიის გამოცდაზე

“შეიძლებოდა, უფრო სხვა ფორმითაც მოვსულიყავი, მაგრამ ახლა ვიკინგობა ვარჩიე. ეს რქებიც რაღაც საბრძოლო ჟინთან ასოცირდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტი, რომელმაც დღეს, თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ჩააბარა. ადგილზე კი განსაკუთრებულად გამოწყობილი გამოცხადდა.

“პირველად და საბოლოოდ ვაბარებ, ამიტომ მინდოდა, რომ ისტორიის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვყოფილიყავი. ამით თავიც გავიხალისე, სხვებსაც განწყობა ავუმაღლე და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, დამკვირვებლებმაც კი ფოტოები გადაიღეს ჩემთან ერთად”, –ამბობს გამოსაცდელი.

ჩვენი რესპონდენტი მომავალი ფსიქოლოგია და ილიას უნივერსიტეტში აბარებს.

“რაც შეეხება გამოცდას – ძალიან მარტივი იყო. თემები თითქმის ყველა ეპოქას მოიცავდა, როგორც თანამედროვე ისტორიას, მეორე მსოფლიო ომს და სსრკ-ის გარშემო არსებულ თემებს, ისე უფრო ადრეულ პერიოდს, შუა საუკუნეებს, საეკლესიო კრებებს, ოსმალეთს და ა.შ. სულ ესაა რაც მახსოვს”, – აღნიშნა 2023 წლის არაორდინალურმა აბიტურიენტმა.

ლუკა კუკულაძე გამოცდაზე ქართული ეროვნული სამოსით მივიდა.
“ ისტორიის საგნის გამოცდაა და გადავწყვიტე, ჩოხით მოვსულიყავი”,- თქვა მან.

ისტორიას აბიტურიენტები ორი დღის განმავლობაში ჩააბარებენ. ეს საგანი წელს 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული და არჩევით საგნებს შორის პირველ ადგილზეა.

წყარო: edu.aris.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები