ჭკვიანი სახლი ქართულ ბაზარზე

„სმარტერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ავტომატიზაცია და ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემები დანერგა ქართულ ბაზარზე. კომპანია 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით დღესდღეობით “სმარტერი” არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებელს უამრავ პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს.

“სმარტერი”-ს მოტივაცია თავიდანვე იყო, რომ ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა მომავლის ჭკვიანი ტექნოლოგიები.

პროდუქტების ვრცელ სიაში შედის:

  • ავტომატიზაცია
  • ელექტრომობილების დამტენი სადგურები
  • სიგნალიზაციის სისტემები
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა
  • მზის ელექტრო სადგურები
  • ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტილებები
  • სასტუმროს გადაწყვეტილებები
  • დაშვების სისტემები
  • ელექტრომომსახურება
  • ხანძრის დეტექცია
  • სამისამართო გახმოვანების სისტემა
  • Hifi აუდიო სისტემა
  • ქსელური უზრუნველყოფა

რაც შეეხება მომსახურებას, “სმარტერი”-ს გამოცდილი გუნდი თავად ახდენს პროექტირებას, პროდუქტის მიწოდებას, დამონტაჟებასა და გამართვას და შემდგომ მონიტორინგს.

სმარტერის თანამედროვე ჭკვიანი სახლი საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ თუ რა არის ჭკვიანი სახლი, გეტყვით, რომ ეს არის სრულიად ავტომატიზირებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც გთავაზობთ მეტ უსაფრთხოებას, კომფორტს და დისტანციურად კონტროლის საშუალებას.

“სმარტერი” დიდი ხანია თანამსღომბლოს მსოფლიოში წამყვან ბრენდ ORVIBO-სთან. OVRIBO-ს Zigbee პროტოკოლი “სმარტერი”-ს ქსელში დაგხვდებათ და რომ განვმარტოთ, Zigbee პროტოკოლი არის უკაბელო ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ჭკვიანი სახლის მოწყობილობები ერთმანეთს უსადენოდ უკავშირდებიან. სახლის მფლობელს კი შეუძლია დისტანციურად მართოს ყველა მოწყობილობა ერთი აპლიკაციის მეშვეობით.

უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია და “სმარტერი”-ს ჭკვიანი სახლი ამ მხრივ უამრავ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოების ჭკვიანი დეტექტორებია. ჭკვიანი დეტექტორები აამოქმედებენ გადაუდებელი დახმარების ღილაკს მაშინვე, თუ დააფიქსირებს საეჭვო მოძრაობა, ან გაზის, წყლის, კვამლისა და CO-ის გაჟონვა.  გარდა განგაშის ჩართვის, დეტექტორები სახლის მფლობელს უგზავნიან სიგნალს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.


ჭკვიანი ტექნოლოგიების მზარდი პოპულარობა

დისტანციური კონტროლისა და მაქსიმალური წვდომის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია სახლის მფლობელისთვის. “სმარტერი”-ს სიგნალიზაციის სისტემა შენობებისთვის ეფექტურად მუშაობს და დისტანციურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურს.

იმისთვის რომ სახლი დისტანციურად მართოთ, ამისთვის საჭიროა ჰაბის ქონდა, რადგან ნებისმიერი სიგნალი ჭკვიან მოწყობილობებზე გადის ჰაბის გავლით. ამიტომ, სმარტერი გთავაზობთ ცენტრალური მართვის ჰაბებს.

“სმარტერი” რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ: ZigBee ჭკვიანი ჰაბი,ZigBee მრავალფუნქციური რელე, სენსორული რელე.

ZigBee უსადენო სისტემაა რომელიც აუცილებელია რომ მოწყობილობები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. Zigbee-ს ჭკვიანი ჰაბი გადასცემს ნებისმიერ ბრძანებას ჭკვიან სისტემას. ORVIBO-ს აქვს ჭკვიანი ტექნოლოგია „Simple Connect“, რომლის დახმარებითაც სმარტ ჰაბი ავტომატურად პოულობს სხვა ZigBee მოწყობილობებს და შედის მათ ქსელში. შესაბამისად, Zigbee ჭკვიანი ჰაბი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჰაბები, იდეალური ვარიანტია, რომ დისტანციურად მართოთ თქვენი ჭკვიანი სისტემა.

გარდა სახლის ჭკვიანი სისტემებისა, “სმარტერი” ხელს უწობს ბიზნესსა და ინდივიდებს თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუბან და გადავიდნენ ალტერნატიულ ენერგიაზე. მზის პანელი ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია, რომელიც მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.

თანამედროვე მზის პანელები უმაღლესი ხარისხითა და  საიმედოობით გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი დახმარებით ადამიანები ეკოლოგიურად ზუფთა გზით იღებენ ენერგიას.

საბოლოო ჯამში, ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემები და ავტომატიზაცია მომავლის ტექნოლოგიებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები