პრემიერმინისტრი ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგს შეხვდა  

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.
ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერმინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერმინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები