პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი ჩემკენ რატომ იშვერენ ხელს, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, დამალული დიდხანს ვერ დარჩება – გიული ალასანია

“პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და არც ვიცი ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას.

„კომენტარი, ალბათ, გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია. ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. იქით მხარეც ალბათ გააკეთებს თავის განმარტებას, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ ხელს იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ მათთან კონტაქტში, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი, რომ თანახმა ვარ და ძალიანაც მივესალმები. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია. მე როგორ უნდა განმემარტა, უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც იყო კონტაქტში ამ ხალხთან, მე რა შუაში ვარ“, – განაცხადა ალასანიამ.

პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები