ირაკლი ღარიბაშვილი შოვში მთის დღეების ფარგლებში გამართულ ფესტივალს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვევა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მთავრობის მეთაური შოვში მთის დღეების ფარგლებში გამართულ ფესტივალს დაესწრება და ფესტივალზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.