გურამ მაჭარაშვილი: როდესაც არსებობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილმა უნდა იკვებოს და სასჯელი მოიხადოს და შენ მაინც ითხოვ, ის გავიდეს ციხიდან, ეს ნიშნავს, რომ შენი მიზანი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არამედ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავება

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა 44 ევროპარლამენტარის გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ.

მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ეს წერილი არის იმ სასამართლოს გადაწყვეტილების გადახვევა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაში ვარ, მაშინ უცხოეთში რა უნდა? თუ პოლიტიკაშია, რატომ უნდა უცხოეთში წასვლა? ეს კითხვა ევროპარლამენტარებთანაც გვაქვს, ადამიანი რომლის მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მან უნდა იკვებოს და სასჯელი მოიხადოს. შენ მაინც ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაახვევ ყველა იმ მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან. მაგრამ შენ მაინც ითხოვ, ის გავიდეს ციხიდან. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენი მიზანი არაა არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არამედ შენი მიზანია ის, რომ აქ როგორმე გამოაცოცხლო პოლარიზება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, გვარამიას გათავისუფლებაც”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები