გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების ძალიან მადლიერია
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 44 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გაკეთებული მიმართვის გამო ძალიან მადლიერია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების ძალიან მადლობელია. ყველაფერმა ერთად, პარლამენტარების ამ მცდელობებმა და გარდა ამისა შიგნით, ქვეყანაში განწყობამ, უნდა გაჭრას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს გაჭრის და ჩემს შვილს მიეცემა შესაძლებლობა, ფეხზე დადგეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ინფორმაციისთვის, 44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.