ბაიდენი: ვერ ვხედავ რეალურ პერსპექტივას, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

President Joe Biden speaks during a news conference with Finland's President Sauli Niinisto at the Presidential Palace in Helsinki, Finland, Thursday, July 13, 2023. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების რეალურ პერსპექტივას ვერ ხედავს.

მისი თქმით, კრემლის ლიდერი გასულ თვეში კერძო სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხის შემდეგ კონტროლის აღდგენას ცდილობს.

„არ ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური პერსპექტივა, თქვენ არასოდეს იცით, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. არა მხოლოდ დასავლეთმა, არამედ ჩინეთმა და დანარჩენმა მსოფლიომ თქვა: „არ წახვიდეთ იქ. არ წახვიდე იქ“, – განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები