ირაკლი კობახიძე: ოჯახს სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს და ამის გამო წონაში იკლებს, ეს არის ერთადერთი პრობლემა
“მთავარი პრობლემაა, რომ ოჯახს სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს და ამის გამო წონაში იკლებს, ეს არის ერთადერთი პრობლემა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავის არაფერი აქვს დასამალი.
„იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის იყო გახსნილი და ისინი ოჯახის ხაზით, ყოველთვის იწვევდნენ ექიმებს, ოჯახს შესთავაზეს რომ ნებისმიერი ექიმი მოეწვიათ, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა. აქედან გამომდინარე, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ოჯახმა შეუტანოს სათანადო კალორაჟის საკვები და პრობლემა აღარ იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.