“მთელს მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი და აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა” – კელი დეგნანი
“მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მთელს მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი და ესეც იმიტომ, რომ აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ უვიზო რეჟიმი არც ისეთი გავრცელებულია”, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.
„ჩვენ მოხარულები ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი მივიღოთ, რომლებიც მოდიან – როგორც ტურისტები, მოდიან – როგორც სტუდენტები, ასევე, ბიზნესისთვის, განათლებისთვის. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების ჩამოსვლით. ამისთვის არსებობს პროცესი, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ში ჩამოსვლა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი პროცესი, რათა ვიცოდეთ, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის ჩვენი ქვეყნიდან. თუმცა, ჩვენ მივესალმებით ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან ამერიკის სანახავად. და ჩვენ გვაქვს მშვენიერი გაცვლითი პროგრამები. გასულ კვირას საქართველოში იყო ჯგუფი – ქართული წარმოშობის 150 ამერიკელი ახალგაზრდა, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ და აჩვენეს ქართული ცეკვისა და სიმღერის შესანიშნავი წარმოდგენა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და ასევე, დიდებული კულტურული ჯგუფები მიდიან აშშ-ში. ეს ყოველთვის ხდება და ჩვენ მივესალმებით ქართველებს ამერიკაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.