თსუ-ის ბიბლიოთეკა „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს“ გამართავს

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 380 წლის წინ, 1643 წელს, იტალიაში მარიო მაჯიომ გამოსცა „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნია. ხოლო 315 წლის წინ, 1708 წელს, საქართველოში მეფე ვახტ VI თაოსნობით პირველი ქართული სტამბა შეიქმნა.
ქართული წიგნის ისტორიისათვის ამ ორ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თსუ-ის ბიბლიოთეკა „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს“ გამართავს.
ღონისძიება 14 ივლისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
4. სასულიერო აკადემია და სემინარია
5. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
6. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
7. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
8. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
9. შავი ზღვის უნივერსიტეტი
10. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი
11. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
13. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
14. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი
15. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისის მასშტაბით არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების გამომცემლობებისა და მათი პროფესორების ავტორობით 2018-2023 წლებში გამოცემული სამეცნიერო წიგნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები