“იარაღის მიწოდებისთვის ხალხს უკრაინისგან მადლიერების დანახვა სურს” – ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა მიანიშნა, რომ უკრაინა უფრო მეტად მადლიერი უნდა იყოს დასავლეთის დახმარებისთვის.

ასე გამოეხმაურა ის უკრაინის ლიდერის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა ალიანსის კომუნიკეზე, – წერს The Guardian.

უოლესის თქმით, უკრაინელები ისე ჩქარობენ – მიიღონ ყველანაირი დახმარება, რომ ყოველთვის არ ამბობენ მადლობას უკვე მიღებული დახმარებისთვის.

„მოგვწონს თუ არა,  ხალხს სურს მცირე მადლიერების დანახვა“, – ციტირებს Guardian-ს მინისტრის სიტყვებს, რომელიც მან ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უოლესის აზრით, ასეთმა დაჟინებულმა მოთხოვნამ შესაძლოა, გამოიწვიოს ზოგიერთი მოკავშირის გაუცხოება.

მან ასევე თქვა, რომ როდესაც შარშან უკრაინაში ჩავიდა, მაშინვე გადაეცა საჭირო იარაღის სია.

“იცით, Amazon-ი არ ვართ“, ვუთხარი მათ შარშან, მას შემდეგ, რაც 11 საათს ვიმგზავრე სიის მისაღებად”, – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა,  ესმის, რომ ამ შემთხვევაში ზელენსკი უფრო მეტად უკრაინელებს მიმართავდა და რომ, პრეზიდენტის უკმაყოფილების მიუხედავად, სამიტის დასკვნითი კომუნიკეს ფორმულირება უკრაინისთვის კარგი შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები