ბექა ოდიშარია – „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონსულტაციებზე: არ ვიცი, ვის მიულოცო ეს სიახლე – „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელს“
არ ვიცი, ვის მიულოცო ეს სიახლე – „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელს“, – ასე შეაფასა ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ 2024 წლის არჩევნებისთვის დაგეგმილი ერთობა. ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მმართველი გუნდი, მაშინაც ფიქტიური პრემიერ-მინისტრები ჰყავდა. შესაბამისად, გიორგი ვაშაძის პრემიერმინისტრობა ისე არ გაიშვა, როგორც დავით აღმაშენებლობა. რაც მეტს იტყვიან ასეთ ოქსიმორონებს, ალბათ, როგორც ჩვენი თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ამბობს, მეტ ფორას მოგვცემენ, იმისთვის რომ ხალხმა დაინახოს სად არის სერიოზული ძალა და პასუხისმგებლობა და სად არის აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა, ხაბეიშვილის ფონზე ერთგვარი „აფგრეიდია“, რაღაც გაუმჯობესებას ექნება ადგილი“, – განაცხადა ოდიშარიამ “იმედის” ეთერში.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არის 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გიორგი ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება.