ზურაბ ჩხაიძე: პოლონეთიდან მოწვეული ექიმები ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან და გასინჯვის მიზნით სააკაშვილთან გასაუბრებაზე არიან შესული
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთიდან მოწვეული ექიმები იმყოფებიან.
„პოლონეთიდან მოწვეული ექიმები ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან და გასინჯვის მიზნით პაციენტთან გასაუბრებაზე არიან შესული. ვიცი, რომ კოლეგები უნდა ჩართულიყვნენ კონსულტაციებში – ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს კოლეგების აზრი. დღეისთვის ახლა კლინიკაში შემოსულია ორი ექიმი სპეციალისტი, რომელთაგანაც ერთი შინაგანი მედიცინის სპეციალისტია და მეორე ნეიროქირურგია. კვების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რაოდენობრივად საკვების მიღება გააუმჯობესა. რა თქმა უნდა, მისთვის სასურველ საკვებს იღებს, რაოდენობრივადაც მოიმატა, თუმცა, ჩვენი ნუტრიციოოგის რეკომენდაცია სრულად მაინც არ სრულდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.