“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის უსაფრთხოების ხელყოფაა” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი G7-ის ქვეყნების გეგმებს გამოეხმაურა, რომლებიც ვილნიუსში უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

მისი თქმით, აღნიშნული არის რუსეთის უსაფრთხოების ხელყოფა.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით ისინი ხელყოფენ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ეს შეუძლებელია და საშუალო, გრძელვადიან და თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, სავსეა ძალიან, ძალიან უარყოფითი შედეგებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კრემლის სპიკერის თქმით, „ასეთი გადაწყვეტილებების მიღებით, ეს ქვეყნები რეალურად ევროპას ბევრად უფრო სახიფათოდ აქცევენ მრავალი წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ცუდს გვიკეთებენ, რასაც გავითვალისწინებთ და საიდანაც გამოვალთ მომავალში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები