გივი მიქანაძე ოქროს მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გლდანის რაიონში ოქროს მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციითმ მან, ოქროს მედალოსნებს მიღწეული შედეგები მიულოცა და წარმატება უსურვა. წელს გლდანის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ, 265-მა მოსწავლემ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა.
დაჯილდოება თბილისის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძისა და „ქართული ოცნების” გლდანის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა ციმაკურიძის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელი პირები.