რატი იონათამიშვილი: საყურადღებოა, რომ სწორედ იმ ევროპარლამენტარებს ხვდება გვარამია, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან
“ამ ადამიანებისა და გვარამიას შეხვედრა საუკეთესო ლუსტრაციაა, თუ რა მიზნებს, ამოცანებსა და დავალებებს ემსახურებოდა პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და ცალკეული ევროპარლამენტარების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გვარამია იმ ევროპარლამენტარებს ხვდება, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან.
„ეს იყო ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზაციისკენ. ცალკე საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ სწორედ იმ ევროპარლამენტარებს ხვდება გვარამია, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.