თალაკვაძე – გვარამიაზე: ვინც მედიას არბევს, ვერ უხელმძღვანელებს თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდება

“ვინც მედიას არბევს, ვერ უხელმძღვანელებს თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდება”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და ცალკეული ევროპარლამენტარების შეხვედრას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვაა.

„ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა „ნიკა გვარამიებთან“, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართველი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ. ჩვენი წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის და ჩვენ გვჯერა, რომ ვინც მედიას არბევს, ვერ უხელმძღვანელებს თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდება“, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები