Handelsblat: გერმანია უარს ამბობს პოლონეთში Leopard-ების სარემონტო ცენტრის შექმნაზე

გერმანიის მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის გადაცემული Leopard-ის ტანკების შეკეთების ცენტრის პოლონეთში გახსნაზე.

ამის შესახებ Handelsblatt-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის თანამოსაუბრეთა თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პოლონური მხარის მაღალი ფასები გახდა. აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დაზიანებული დასავლური აღჭურვილობის შეკეთების შესაძლებლობა.

მანამდე, Spiegel-ი წერდა, ბერლინი და ვარშავა, მრავალი მიზეზის გამო, ვერ შეთანხმდნენ ცენტრის შექმნაზე, იმ დროს, როდესაც რამდენიმე ტანკს შეკეთება უკვე სჭირდება.

გერმანელი მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ სატანკო ჰაბის ირგვლივ პოლიტიკურად მოტივირებული დავაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები