ავსტრალია უკრაინას 30 Bushmaster ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს

თავდაცვის ახალი პაკეტის ფარგლებში, ავსტრალია უკრაინას 30 Bushmaster ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პრემიერმინისტრ ენტონი ალბენიზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”ახალი ძლიერი თავდაცვის პაკეტი, მათ შორის, 30 “ბუშმასტერი”, – დაწერა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ავსტრალიას შორის სრული პოლიტიკური ურთიერთგაგებაა.

პრეზიდენტმა შეხვედრას ,,წარმატებული,, უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები