“უკრაინელი მფრინავების F-16-ზე მომზადება აგვისტოში დაიწყება” – ზელენსკი

ამერიკულ გამანადგურებლებზე – F-16-ზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა აგვისტოში დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სამიტზე ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კონკრეტული რამ. შევთანხმდით აგვისტოში პილოტების მომზადებაზე. ჩვენ ვუახლოვდებით გადაწყვეტილებას უკრაინისთვის თანამედროვე ავიაციის შესახებ“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, გარდა ამისა, ის მარკ რუტესთან შეთანხმდა „ნიდერლანდების კონკრეტულ წვლილზე უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის გაძლიერებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები