როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 15 – 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

მათივე ცნობით, თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები