ნორვეგია უკრაინას ათას დრონს გადასცემს
ნორვეგიის მთავრობა უკრაინას ათას დრონს Black Hornet-ს გადასცემს.
ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
“უპილოტო საფრენი აპარატები, სახელად Black Hornet, გამოიყენება დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიკაციისთვის. ისინი ნორვეგიაში იწარმოება და უკრაინას ათასი ახალი დრონების კომპლექტით მოვამარაგებთ”, – თქვა მან.
ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები იწარმოება კომპანია Teledyne FLIR-ის მიერ და გამოიყენება მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.