“თქვენი წისქვილი სწორედ სისხლით და მკვლელობებით ბრუნავდა”

   დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ გოგა ხაჩიძის ფეისბუქის სტატუსს ეხმაურება, სადაც ხაჩიძე ქვეყანაში გახშირებულ მკვლელობებზე აღნიშნავს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს.
“თქვენი წისქვილი სწორედ სისხლით და მკვლელობებით ბრუნავდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება! მაგრამ ესეთი პირდაპირი აღიარება?! თან დაუფარავი სიხარულით ?!”- წერს ლექსო თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ხაჩიძის სტატუსი დღეს გავრცელდა. ფაქტს თავად ხაჩიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა და აღნშნული სტატუსი მას არ ეკუთვნის.

10646826_10152382498004779_7539039290796587398_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები