უკრაინა და შვედეთი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ, ასევე, თავდაცვის შესყიდვების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და შვედეთმა, ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ნდობა ძლიერი პარტნიორობის ქვაკუთხედია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი წარმატების გასაღებია“, – დაწერა რეზნიკოვმა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ​ თავდაცვის შესყიდვებს სფეროში თანამშრომლობაზე.

უკრაინამ და შვედეთმა, ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის შესყიდვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

“ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე – შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB და სხვები. მადლობა ჩემს მეგობარსა და კოლეგას, პოლ ჯონსონს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფერები და საერთო ღირებულებები”, – წერს რეზნიკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები