კობახიძე – გვარამიაზე: როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან, აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ადასტურებს იმას, რომ ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას წარსული მედიის თავისუფლებების ხელყოფას უკავშირდება.

მისივე თქმით, “როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან, აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ადასტურებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაკვეთა შეასრულა”.

“როდესაც თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან მედიაზონდერს, მიუთითებს იმაზე, როგორია მათი დამოკიდებულება, მათ შორის, მედიის თავისუფლების მიმართ. გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლებების ხელყოფას – როდესაც „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი, ამის მთავარი შემფუთავი იყო გვარამია. როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან, აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ადასტურებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა. ამ დაკვეთის მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღრმავება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები