“სამი პრიორიტეტი გვაქვს” – ზელენსკი ნატოს სამიტზე მივიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტზე მივიდა და მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა.
“სამი პრიორიტეტი გვაქვს. პირველი არის იარაღის პაკეტები, იარაღი ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე. მეორე, არის მიწვევა ნატოში. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ის, რაც ყველამ იცის. როგორც ვიცი, მას მივიღებთ უსაფრთხოების პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. მესამე – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები”,- თქვა მან.
დღეს ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ახლადშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა, ასევე ზელენსკის შეხვედრები – აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ნატოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან.