G7-ის ლიდერები დღეს უკრაინის უსაფრთხოების შესახებ გამოაცხადებენ

“დიდი შვიდეულის” ლიდერები დღეს, 12 ივლისს უკრაინის უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ გამოაცხადებენ.

ამის შესახებ ევროპის საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა, ამანდა სლოუტმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ბაიდენი და G7-ის ლიდერები, ზელენსკისთან ერთად, გააკეთებენ მნიშვნელოვან განცხადებას დღეს შუადღისას, სადაც ასახავენ ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხს“, – თქვა მან.

სლოუტმა დასძინა, რომ ასევე გამოცხადდება G7 ქვეყნების მზაობა, დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებული ძალების შექმნაში, „რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და შეაკავოს მომავალი თავდასხმები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები