ფხენიანმა იაპონიის ზღვაში მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან “ობიექტის” ახალი გაშვება დააფიქსირეს, რომელიც, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა.
ამის შესახებ CNN-ი წერს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების ცნობით, რაკეტა ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან იაპონიის ზღვაში იყო გაშვებული.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ მიმდებარე ტერიტორიაზე გემებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
რაკეტის სავარაუდო ფრენის დრო იგივეა, რაც იმ რაკეტების, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ მარტსა და აპრილში გაუშვა.