დმიტრო კულება – ალიანსის სამიტზე: ნატომ უკრაინის წევრობის საკითხი გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ვილნიუსში ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ნატომ არ უნდა დატოვოს „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში, როცა საქმე გაწევრიანებას ეხება“.
როგორც მან აღნიშნა, ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებამ კიევის გზა ალიანსისკენ უფრო მოკლე გახადა.
„ალიანსის ლიდერებს შეეძლოთ ამის გაკეთება უფრო სწრაფად, თუ არსებობდა მკაფიო მითითება, როდის მიიღებს უკრაინა ნატოში მიწვევას“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.