„უკრაინის გზა ნატოსკენ უფრო მოკლე იქნება“ – ჩეხეთის პრეზიდენტი
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ვილნიუსში ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას მომავალში უკრაინის გაწევრიანების შესახებ „წარმატებული“ უწოდა.
მისივე განცხადებით, ახლა კიევის გზა ალიანსისკენ უფრო მოკლე იქნება.
„ჩვენ ვიცით გზა. ნატოში უკრაინის მომავალზე 31 ქვეყნის ერთსულოვანი შეთანხმება წარმატებულია. დღევანდელი შეთანხმების წყალობით, მისი წევრობის გზა უფრო მოკლე იქნება“, – წერს პაველი Twitter-ზე.
1/2 We know the way. The unanimous agreement of 31 countries on the future of Ukraine in @NATO is a success. Thanks to today's agreement, its path to membership will be shorter. pic.twitter.com/ppKUKZEVkh
— Petr Pavel (@prezidentpavel) July 11, 2023