„უკრაინაში ახალ თავდაცვით ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ“ – ზელენსკი
უკრაინაში ახალ მნიშვნელოვან თავდაცვით ინსტრუმენტებს შემოვიტანთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში. ჩვენი თავდაცვა უმთავრესი პრიორიტეტია და მე მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნისთვის ახალი ნაბიჯების გადადგმისთვის. მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის, მეტი სიცოცხლის დაცვა მთელი უკრაინისთვის! ჩვენ უკრაინაში ახალ მნიშვნელოვან თავდაცვით ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ჰოლანდიელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან.
ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი საინაუგურაციო სხდომა.