თბილისის ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშე რჩება

  დღეს ღამიდან თბილისის რამდენიმე უბანს ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა. მიზეზი 900-მილიმეტრიან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებია.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური მილის ჩარგლის ქუჩასა და ცოტნე დადიანის გამზირზე გამავალი მონაკვეთები.
მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგება შეუწყდა: ცოტნე დადიანის გამზირს, თემქის XI მ/რაიონის I, II, IV, IX, X, Xა კვარტლებს და III მ/რაიონის I კვარტალს, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ფეიქრების, ვარდევანის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, მახინჯაურის, თორნიკე ერისთავის, წინუბნის, ცისარტყელასა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, 12 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:
წერეთლისა და დავით აღმაშენებლის გამზირებს, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, ხოშარაულის, გუდაურის, კედიას, ევდოშვილის, ვ. ბაგრატიონის, ბათუმის, ფოთის, ფიფიას, ცაბაძის, ქურდიანის, იამანიძის, უზნაძის, კვინიტაძის, დგებუაძის, ხეთაგუროვისა და მიმდებარე ქუჩებს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე აღადგინოს წყალმომარაგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები