“გირგვლიანის საქმის დამალვაზე მუშაობდა მთელი ხელისუფლება”

    შს მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ წინა წლებში დანაშაულის ფაქტები ნაკლებად შუქდებოდა, ახლა კი ძალოვანი უწყების გამჭვირვალობის ხარისხი ბევრად მაღალია. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ საზოგადოების განხილვის თემა გახდა სხვადასხვა დანაშაულის ფაქტები.
“რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოების განხილვის თემა გახდა, ყოველდღიურად სხვადასხვა დანაშაულის ფაქტები, განპირობებულია იმით, რომ არის გაშუქების მაღალი მაჩვენებელი და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, რაც დღეს ამ დემოკრატიულმა საზოგადოებამ მოიტანა. ერთ კონკრეტულ ფაქტსაც მოვიყვან, როდესაც გირგვლიანის საქმის დამალვაზე მუშაობდა მთელი ხელისუფლება. სწორედ გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის გამჟღავნებამ გამოიწვია ის, რომ “იმედის” ეთერში სპეცოპერაციით შევიდა წინა ხელისუფლება.
დღეს ყველა ფაქტი შუქდება საჯაროდ განსხვავებით წარსულისგან ამის სტატისტიკური მონაცებმებიც არსებობს, შს სამინისტროს პრესსამსახური მოსახლეობას აძლევს ინფორმაციას და თქვენც გაქვთ შესაძლებლობა ობიექტურად ასახოთ, ეს უკვე თქვენს პასუხისმგებლობაზეა. თუნდაც ის, რომ ერთი მკვლელობის ფაქტის გამჟღავნების გამო სპეცრაზმით შედიოდნენ ტელევიზიაში, მოწმობს იმას, რომ ტელევიზიები ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა. სწორედ ეპიზოდურად ხდებოდა გამჟღავნება იმ დოზით, რომ განწყობა ყოფილიყო სტაბილური, ციფრები მეტყველებს ყველაფერ ამაზე”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები