ბენ უოლესი: უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუერთდეს ნატოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დასრულდება
უკრაინა ნატოს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუერთდეს, მაგრამ მხოლოდ მოსკოვთან ომის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე განაცხადა.
„სრულიად ვეთანხმები შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ახალი წევრი გვყავდეს კონფლიქტის შუაგულში. ეს მხოლოდ ომს შემოიტანს ალიანსში“, – განუცხადა უოლესმა CNN-ს.
როგორც მან აღნიშნა, სანამ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების უფლებას მისცემენ, ნატოს წევრებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დარწმუნდნენ, რომ რუსეთი წარუმატებელია უკრაინაში, სადაც უკანონოდ შეიჭრა.
მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ, ნატო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსის ახალ წევრად მიიღოს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა, მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ გვჯერა იმის, რომ უკრაინა ეკუთვნის ნატოს. უკრაინამ გადადგა აუცილებელი „ნაბიჯი“ აქამდე მოსასვლელად, განსაკუთრებით მისი სამხედრო ძალების გაძლიერების თვალსაზრისით და კორუფციის აღმოფხვრით“, – დასძინა უოლესმა.