ზელენსკი: ნუთუ ეს ძალიან დიდი სურვილია? – ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ალიანსს გააძლიერებს
დღეს აქ მოვედი გადაწყვეტილებების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი რწმენით ნატოში, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე არ იხევს უკან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს აქ მოვედი გადაწყვეტილებების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი რწმენით ნატოში, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე არ იხევს უკან. ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა – ნდობა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ – ჩვენ ყველა ვიმსახურებთ – და რასაც ყველა ჩვენი მეომარი, თითოეული ჩვენი მოქალაქე, თითოეული დედა, თითოეული ჩვენი შვილი მოელის. ნუთუ ეს ძალიან დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ალიანსს გააძლიერებს. დიდება უკრაინას, დიდება ლიეტუვას!“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Сьогодні я поїхав сюди з вірою в рішення, із вірою в партнерів, із вірою в сильне @NATO. У НАТО, яке не сумнівається, не втрачає часу й не озирається на жодного агресора. І я хотів би, щоб ця віра стала впевненістю – впевненістю в рішеннях, на які ми заслуговуємо – всі ми…
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 11, 2023