ბლინკენი: ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ, უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს მიიღებს

ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ, უკრაინა მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს მიიღებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC News-ის ეთერში გააკეთა.

„ვფიქრობ, სამიტზე რამდენიმე საკითხს ნახავთ. პირველი, უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი პაკეტი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული.

მეორე, როდესაც საქმე გაწევრიანებას ეხება, სამიტი გაითვალისწინებს უკრაინის მიღწეულ პროგრესს, რაც მნიშვნელოვანი იყო. ამავდროულად, სამიტი ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უკრაინის სამხედრო სექტორის რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატიის რეფორმირებისა და გაძლიერების კუთხით სამუშაო რჩება.

ასე რომ, ეს ყველაფერი სამიტიდან გამოვა. მაგრამ თქვენ გყავთ ერთიანი ალიანსი, რომელიც ძალიან პრაქტიკული გზით აპირებს აჩვენოს თავისი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის წევრობის გზაზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები