როდის შეიძლება, მიიღოს უკრაინამ ნატოში მოწვევა – პოდოლიაკი

უკრაინამ ნატოში მოწვევა შესაძლოა, მომავალ სამიტზე 2024 წელს მიიღოს, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, – წერს “რადიო თავისუფლება”.

“100 პროცენტით მიიღებს მოწვევას ვილნიუსში თუ არა – ვაშინგტონში. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, იმ დროისთვის რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს სუბიექტურობას და შეწყვეტს არსებობას, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რაიმე სახის ომი წარმართოს“, – განაცხადა მან.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროისთვის უკრაინას ომი უკვე მოგებული უნდა ჰქონდეს.

“და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ისტორიულად დაფიქსირებული. გამარჯვებული ქვეყანა ნატოს მთავარი წევრია, გამოცდილების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ჯარი იქნება უკრაინაში”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები