ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩავიდა

ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება.

ლიეტუვაში უკრაინის ლიდერის ჩასვლას მისი წარმომადგენელი, სერგეი ნიკიფოროვიც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ, ალიანსის მიერ გამოცხადებული პროგრამის მიხედვით, ოფიციალურ ღონისძიებებში ზელენსკის მონაწილეობა მოგვიანებით იწყება.

მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება.

ამავდროულად, სამიტზე სწორედ ახლა მსჯელობენ იმ ფორმულირებაზე, რომელიც გაკეთდება ალიანსში წევრობისკენ გზაზე უკრაინის მიმართ.

ცოტა ხნის წინ, ზელენსკის სოციალურ ქსელში მისი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ლიდერი ნატოს აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები