ოდეტე ამავი: m&i-ის ფორუმის საშუალებით ჩვენს კლიენტებს საქართველოს გავაცნობთ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გლობალურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი.

„საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.

„მე ღონისძიების დაგეგმვის კომპანიას წარმოვადგენ იტალიიდან და საფრანგეთიდან. m&i-ის ფორუმის საშუალებით როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველო ნამდვილად გამორჩეულია და დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენს კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვთავაზობთ ტრადიციულ მიმართულებებს: იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, თუმცა ამ ფორუმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ საქართველო და კლიენტებს ახალი საინტერესო მიმართულება შევთავაზოთ და გავაცნოთ.“, – აცხადებს ფორუმის მონაწილე ოდეტე ამავი.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.

m&i-ის ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები