“უპრეცედენტო და აბსურდული, გაურკვევლობა – სისუსტეა” – ვილნიუსში გამგზავრებამდე ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე, უკრაინის გარეშე, განიხილება ალიანსში მოწვევის პირობების ფორმულირება.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინულმა მხარემ „მიიღო სიგნალები, რომ ფორმულირებები უკრაინის გარეშე განიხილებოდა“.

“და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს არის ფორმულირება მხოლოდ მოწვევაზე და არა – უკრაინის წევრობაზე. ეს არის უპრეცედენტო და აბსურდული, როდესაც არ არსებობს ვადები როგორც უკრაინის მოწვევისთვის, ასევე, წევრობისთვის; და როდესაც ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება “პირობებზე”, თუნდაც უკრაინის მოწვევისთვის”, – აღნიშნა მან.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ მოკავშირეებს შორის არ არის მზადყოფნა ალიანსში უკრაინის არც მიწვევის და არც წევრობის.

“ეს ნიშნავს, რომ რჩება შესაძლებლობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ნატოს წევრობაზე ვაჭრობის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა – სისუსტეა და ამაზე ღიად ვისაუბრებ სამიტზე”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები